Axios უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით წერს, რომ ვოლოდოდიმირ ზელენსკის სურს, დონალდ ტრამპს აშშ-ში "რაც შეიძლება მალე" შეხვდეს.
ერმაკმა გამოცემას უთხრა, რომ არ არის გამორიცხული აღნიშნული შეხვედრა აშშ-ში მადლიერების დღესასწაულის პერიოდში მოხდეს.
„შესაძლოა, სიმბოლურად მნიშვნელოვანი იყოს შეხვედრის დღესასწაულის გარშემო გამართვა. იმედი მაქვს, პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი რაც შეიძლება მალე შედგება, რადგან... ეს დაეხმარება პრეზიდენტ ტრამპს გააგრძელოს თავისი ისტორიული მისია ამ ომის დასრულების კუთხით
...რათა [ტრამპს] შეუძლია თქვას: 'ნახეთ, ეს დადასტურებულია და შეთანხმებულია, ეს არის ჩვენი და უკრაინელების პოზიცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მას და ახლა ვაგრძელებთ რუსებთან საუბარს'“ – განუცხადა ერმაკმა Axios-ს.
მან ასევე აღნიშნა, რომ განხილვების მთავარ საკითხად ტერიტორია რჩება, რაც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა უნდა გადაწყვიტონ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკული მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინა ომის დასასრულებლად აშშ-ის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.
